---
title: "მუხლი 8. სამეთვალყურეო საბჭო — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/8"
law: "არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 1894"
adopted: "2002-07-04"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სამეთვალყურეო საბჭო — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/8

1. საკრედიტო კავშირის გამგეობის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს – არანაკლებ 3 და არა უმეტეს 15 წევრისა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საკრედიტო კავშირის პოლიტიკის განხორციელებაზე ზედამხედველობა; ბ) თავისი ინიციატივით, საერთო კრების ან წევრთა 10 პროცენტის მოთხოვნით საკრედიტო კავშირის საქმიანობის შემოწმების მიზნით აუდიტის მოწვევა; გ) საგანგებო კრების დაუყოვნებლივ მოწვევა საკრედიტო კავშირის არადამაკმაყოფილებელი მუშაობის ან მისი საქმიანობის მოსალოდნელი გაუარესების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების განსახორციელებლად, ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობის წევრთა უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ანდა ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; დ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის უფლება არა აქვთ გამგეობის წევრებს.

5. სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნის გარეშე საერთო კრებას წლიური ანგარიშის დამტკიცების უფლება არა აქვს.

6. სამეთვალყურეო საბჭო გასცემს თანხმობას გამგეობის თითოეული წევრისათვის სესხის გაცემის თაობაზე.

7. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს საგანგებო კრების მოწვევამდე ხელმძღვანელი ორგანოს წევრს შეუჩეროს უფლებამოსილება.

8. გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭო იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/9.md
