---
title: "მუხლი 11. პროფესიული თეატრის დაფინანსების წყაროები და ქონება — პროფესიული თეატრების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/11"
law: "პროფესიული თეატრების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 1900035"
adopted: "2013-04-05"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. პროფესიული თეატრის დაფინანსების წყაროები და ქონება — პროფესიული თეატრების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული თეატრების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/11

1. პროფესიული თეატრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;
ბ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრები;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების სახსრები;
დ) დამფუძნებელთა კერძო საწესდებო ფონდი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახსრები;
ე) უცხოური ინვესტიციები;
ვ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულებანი;
ზ) კერძო შემოწირულებანი;
თ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;
ი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. პროფესიული თეატრის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6909- ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი V
პროფესიული თეატრების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/12.md
