---
title: "მუხლი 2. კანონის მიზანი და ამოცანები — პროფესიული თეატრების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/2"
law: "პროფესიული თეატრების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 1900035"
adopted: "2013-04-05"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მიზანი და ამოცანები — პროფესიული თეატრების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული თეატრების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/2

1. ამ კანონის მიზანია:
ა) თეატრალური საქმიანობის შემოქმედებითი თავისუფლების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა;
ბ) ეროვნული თეატრალური კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება;
გ) ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
დ) თეატრალურ ხელოვნებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2. ამ კანონის ამოცანებია:
ა) პროფესიული სახელმწიფო, მუნიციპალური, შერეული და კერძო  თეატრების საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების  დაცვა;
ბ) თეატრის თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
დ) თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო მხარდაჭერის თანამიმდევრული პოლიტიკის განხორციელება;
ე) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა;
ვ) თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის სოციალური დაცვის  გარანტიების უზრუნველყოფა;
ზ) სპექტაკლების აუდიო-, ვიდეო- და ელექტრონული ვერსიების შექმნის ხელშეწყობა;
თ) მაყურებლისთვის სპექტაკლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ი) საერთაშორისო კონტაქტების განვითარება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/3.md
