---
title: "მუხლი 6. პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური  თეატრების უფლება-მოვალეობანი — პროფესიული თეატრების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/6"
law: "პროფესიული თეატრების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1900035"
adopted: "2013-04-05"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური  თეატრების უფლება-მოვალეობანი — პროფესიული თეატრების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული თეატრების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/6

1. პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების უფლებაა:
ა) შემოქმედებითი საქმიანობის დამოუკიდებლობა და თავისუფლება;
ბ) მხატვრული მიმართულებისა და რეპერტუარის თავისუფალი არჩევა;
გ) საკუთარი თეატრალური პროდუქციით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი თეატრის დებულებით (წესდებით) განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მოვალეობაა:
ა) საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
ბ) შრომითი ურთიერთობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართვა;
გ) შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანგარიშგების წარმოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) შესაბამისი თეატრის სარგებლობაში არსებული ქონების უსაფრთხოების დაცვა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი თეატრის დებულებით (წესდებით) განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/7.md
