---
title: "მუხლი 12. რაიონული პროკურატურები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/12"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "12"
identifier: "382"
adopted: "2008-10-21"
consolidated_as_of: "2018-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. რაიონული პროკურატურები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2018-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2018-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/12

1. რაიონულ პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი რაიონული პროკურორები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. რაიონული პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. რაიონული პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

3. რაიონულ პროკურორებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

4. რაიონულ პროკურატურებს ჰყავთ პროკურორები, კანცელარიის უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სპეციალისტები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

5. რაიონული პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №659 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/13.md
