---
title: "მუხლი 17. პირთა უფლებების დაცვა და საპროცესო მოვალეობათა შესრულება დაკავებულთა მოთავსების ადგილებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/17"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "17"
identifier: "382"
adopted: "2008-10-21"
consolidated_as_of: "2018-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. პირთა უფლებების დაცვა და საპროცესო მოვალეობათა შესრულება დაკავებულთა მოთავსების ადგილებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2018-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2018-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/17

1. პროკურორს უფლება აქვს:
ა) კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად ჩაატაროს შემოწმებები დაკავებულთა მოთავსების ადგილებსა და პენიტენციურ და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს აღასრულებენ;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებში შევიდეს ნებისმიერ დროს;
გ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული და პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;
დ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზედაც პირები დაკავებული, დაპატიმრებული არიან, იხდიან სასჯელს ან შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;
ე) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებით ღონისძიებებს დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად.

2. პროკურორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2700 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.47
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3550 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/18.md
