---
title: "მუხლი 19. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/19"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "19"
identifier: "382"
adopted: "2008-10-21"
consolidated_as_of: "2018-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2018-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2018-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/19

1. პროკურატურა კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის დროულად გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით.

2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №659 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/20.md
