---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/2"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "2"
identifier: "382"
adopted: "2008-10-21"
consolidated_as_of: "2018-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2018-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2018-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროკურორი – მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;
ა 1 ) საგანგებო (ad hoc) პროკურორი – ამ კანონის 8 3 მუხლით განსაზღვრული პირი, რომელიც ამავე კანონის 9 2 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს;
ბ) პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი;
გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მოხელე (პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სპეციალისტი), პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
დ) პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტაჟიორის თანამდებობაზე ან სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავარი პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
ე) პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სპეციალისტი – პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც ინიშნება პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილების ან მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციაა საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა) განხორციელება;
ვ) პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც პროკურატურაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს პროკურატურის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;
ზ) (ამოღებულია - 27.10.2015, №4383).
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №659 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის კანონი №4300 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4383 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/3.md
