---
title: "მუხლი 3. პროკურატურის ამოცანები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/3"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "3"
identifier: "382"
adopted: "2008-10-21"
consolidated_as_of: "2018-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. პროკურატურის ამოცანები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2018-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2018-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/3

1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;
ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პენიტენციურ და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს აღასრულებენ;
ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე, და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.

2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოს 20 10 წლის 9 მარტ ის კანონი № 2700 - სსმ I, № 12 , 24 .0 3 . 20 10 წ., მუხ. 47
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619- სსმ I, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3550 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2155 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/4.md
