---
title: "მუხლი 33. პროკურატურაში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/33"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "33"
identifier: "382"
adopted: "2008-10-21"
consolidated_as_of: "2018-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. პროკურატურაში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2018-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2018-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/33

პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) სხვა სამუშაოდან ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენის გამო დათხოვნილი პირი.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3363 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/34.md
