---
title: "მუხლი 39. პროკურატურის მუშაკის წახალისება წარმატებული მუშაობისათვის — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/39"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "39"
identifier: "382"
adopted: "2008-10-21"
consolidated_as_of: "2018-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. პროკურატურის მუშაკის წახალისება წარმატებული მუშაობისათვის — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2018-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2018-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/39

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის პროკურატურის მუშაკის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;
დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ვ) „პროკურატურის საპატიო მუშაკის“ წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
თავი VII. პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/40.md
