---
title: "მუხლი 41. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/41"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "41"
identifier: "382"
adopted: "2008-10-21"
consolidated_as_of: "2018-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2018-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2018-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/41

1. პროკურატურის მუშაკის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკლასო დანამატს და ფულად ჯილდოს, ხოლო პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება – თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.

2. მთავარი პროკურატურის პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურების, რაიონული პროკურატურების და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 400 ლარზე ნაკლები.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3275 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/42.md
