---
title: "მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19126-administratsiuli-sakhdelisagan-gantavisuplebis-shesakheb/1"
law: "ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 19126"
adopted: "2008-10-23"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ, მუხლი 1 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19126-administratsiuli-sakhdelisagan-gantavisuplebis-shesakheb/1

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ.

421) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 2 , 79 1 , 79 2 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 88-ე, 100 2 , 114 1 , 129 1 , 144 3 , 144 4 , 144 5 მუხლებით, 150-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150 1 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 155 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 164 5 და 179 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/19126-administratsiuli-sakhdelisagan-gantavisuplebis-shesakheb/2.md
