---
title: "მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი — ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/10"
law: "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
article: "10"
identifier: "431"
adopted: "2008-10-23"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი — ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/10

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ყველა სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით და ადგენს განსაკუთრებულ რეჟიმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

2. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარე, ამ კანონის მოქმედება ასევე ვრცელდება შემდეგ ტერიტორიებზე: საჩხერის რაიონის სოფელ პერევზე, ქურთის, ერედვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების და ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/11.md
