---
title: "მუხლი 11. კანონის ამოქმედება — ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/11"
law: "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
article: "11"
identifier: "431"
adopted: "2008-10-23"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. კანონის ამოქმედება — ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/11

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-5, მე-6 და მე-8 მუხლების მოქმედება გავრცელდეს 1990 წლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. უკუძალა არ აქვს ამ მუხლების არც ერთ დებულებას, რომელიც მიუთითებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

3. ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე.

4. 2012 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტი დეოკუპაციის პროცესის შესაბამისად იმსჯელებს ამ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე. საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39 საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2008 წლის 23 ოქტომბერი. №431–IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/10.md
