---
title: "მუხლი 2. ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონები — ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/2"
law: "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
article: "2"
identifier: "431"
adopted: "2008-10-23"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონები — ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/2

ამ კანონის მიზნებისათვის ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონებია (შემდგომ – ოკუპირებული ტერიტორიები): ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები; ბ) ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები); გ) შავ ზღვაზე: რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მდინარე ფსოუდან სამხრეთით მდინარე ენგურის შავ ზღვასთან ჩადინების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში შემავალი საქართველოს შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი ფსკერი და წიაღი, რომლებზედაც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე საზღვაო ზონები: მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი, სადაც საქართველო თავისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების, კერძოდ, „საზღვაო სამართლის შესახებ“ გაეროს 1982 წლის კონვენციის შესაბამისად, მიმდებარე ზონაში სარგებლობს ფისკალური, სანიტარიული, საიმიგრაციო და საგადასახადო უფლებებით, ხოლო განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე – სუვერენული უფლებებითა და იურისდიქციით; დ) ამ მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიების ზემოთ არსებული საჰაერო სივრცე. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/3.md
