---
title: "მუხლი 5. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე — ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/5"
law: "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
article: "5"
identifier: "431"
adopted: "2008-10-23"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე — ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/5

1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება დადების მომენტიდან ბათილად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლება დაცულია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/6.md
