---
title: "მუხლი 9. საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება — ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/9"
law: "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
article: "9"
identifier: "431"
adopted: "2008-10-23"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება — ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/9

1. საქართველოს ხელისუფლება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

2. საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დამრღვევი პირის მიმართ ამავე სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სანქციების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19132-okupirebuli-teritoriebis-shesakheb/10.md
