---
title: "მუხლი 3 — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19150-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-levan-samkharaulis-sakhelobis-sasamar/3"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 19150"
adopted: "2008-10-31"
consolidated_as_of: "2025-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19150-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-levan-samkharaulis-sakhelobis-sasamar/3

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდ.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს მთავრობამ: ა) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცება; ბ) 2009 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის.

5. საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა.

6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებამდე ბიუროს უფროსის მოვალეობას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19150-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-levan-samkharaulis-sakhelobis-sasamar/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19150-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-levan-samkharaulis-sakhelobis-sasamar/4.md
