---
title: "მუხლი 14. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/14"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "14"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/14

1. საქართველოს გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დადგენილია მარჯვენა მხარეს.

2. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება იმ ტექნიკური საშუალებების კომპლექსურად გამოყენების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებულია მოქმედი სახელმწიფო სტანდარტებით და გათვალისწინებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების პროექტებითა და სქემებით.

3. საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებების შეტანა გზის გამტარუნარიანობის გადიდების ან სხვა მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე, დაუშვებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/15.md
