---
title: "მუხლი 19. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/19"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "19"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/19

1. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია:
ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ჩამორთმევა;
გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამორთმევა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

2. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია:
ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი;
ბ) ამ კანონის 17
1
მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობა;
გ) პირის გარდაცვალება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება და შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ.
თავი V. საგზაო მოძრაობის წესები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/20.md
