---
title: "მუხლი 24. მგზავრის მოვალეობანი — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/24"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "24"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. მგზავრის მოვალეობანი — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/24

1. მგზავრი ვალდებულია:
სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და გადმოვიდეს ტროტუარის ან გვერდულის მხრიდან ტრანსპორტის სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.

2. მგზავრს ეკრძალება:
ა) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების გადატანა სხვა რამეზე;
ბ) ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილით მგზავრობისას ძარაზე დგომა, ბორტებზე ჩამოჯდომა ან მათზე ტვირთის დადება;
გ) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/25.md
