---
title: "მუხლი 26. საავარიო შუქური სიგნალიზაცია — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/26"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "26"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საავარიო შუქური სიგნალიზაცია — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/26

საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება:
ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს;
ბ) იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება;
გ) მძღოლის შემხვედრი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფარების სინათლით თვალის მოჭრის დროს;
დ) ბუქსირების დროს (ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე);
ე) მოძრაობის მონაწილეთა გასაფრთხილებლად იმ საშიშროების გამო, რომელიც მოსალოდნელია სატრანსპორტო საშუალებისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/27.md
