---
title: "მუხლი 33. ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/33"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "33"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/33

1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელით სავალ ნაწილზე მიმავალ ქვეითს.

2. თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები განაგრძობენ სვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.

3. ქვეითთა რეგულირებულ გადასასვლელზე შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი საშუალებას აძლევს ქვეითს, დაასრულოს მოცემული მიმართულებით სავალ ნაწილზე გადასვლა.

4. აკრძალულია გადასვლა ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მის უკან ტრანსპორტია ჩახერგილი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს.

5. სხვა შემთხვევაში, აგრეთვე იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, მძღოლი გზას უთმობს თეთრი ხელჯოხით სიგნალის მიმცემ ბრმა ქვეითს.

6. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გაჩერებაზე მდგომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმავალ ან ამ ტრანსპორტის კარის მხრიდან მომავალ ქვეითს, თუ ჩასხდომა და გადმოსხდომა ხდება სავალ ნაწილზე ან მასზე განლაგებული ჩასასხდომი მოედნიდან.

7. იმ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, რომელსაც აქვს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ანელებს სიჩქარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ჩერდება და ატარებს ბავშვებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/34.md
