---
title: "მუხლი 35. მოძრაობა ავტომაგისტრალზე — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/35"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "35"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. მოძრაობა ავტომაგისტრალზე — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/35

1. ავტომაგისტრალზე აკრძალულია:
ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია;
ბ) მეორე ზოლს იქით იმ სატვირთო ავტომობილის მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება;
გ) გაჩერება 5.15, 6.11 ნიშნებით აღნიშნული სპეციალური სადგომი მოედნების გარეთ;
დ) მობრუნება და შესვლა გამყოფი ზოლის ტექნოლოგიურ წყვეტილებში;
ე) უკუსვლით მოძრაობა;
ვ) სასწავლო სვლა.

2. სავალ ნაწილზე იძულებით გაჩერებისას მძღოლი ხელმძღვანელობს ამ კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და იღებს ზომებს, რათა სატრანსპორტო საშუალება გაიყვანოს ამისათვის განკუთვნილ ზოლზე (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი ხაზის მარჯვნივ).

3. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზებზეც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/36.md
