---
title: "მუხლი 36. მოძრაობა საცხოვრებელ ზონაში — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/36"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "36"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. მოძრაობა საცხოვრებელ ზონაში — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/36

1. საცხოვრებელ ზონაში, იმ ტერიტორიაზე, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი 5.38, 5.39 ნიშნებითაა აღნიშნული, ქვეითს შეუძლია იმოძრაოს როგორც ტროტუარზე, ისე სავალ ნაწილზე. საცხოვრებელ ზონაში უპირატესობა აქვს ქვეითს, მაგრამ მან არ უნდა დააბრკოლოს მოძრავი სატრანსპორტო საშუალება.

2. საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია 20 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა, ჩართული ძრავით დგომა, აგრეთვე 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის დგომა სპეციალურად გამოყოფილი და ნიშნებით ან/და მონიშვნებით აღნიშნული ადგილების გარეთ.

3. საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას მძღოლი გზას უთმობს მოძრაობის სხვა მონაწილეებს.

4. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ეზოს ტერიტორიაზედაც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/37.md
