---
title: "მუხლი 6. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/6"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "6"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/6

1. სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში იქმნება სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობისა და მათგან გამოწვეული ზიანის შემცირებას.

2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტიდან.
საქართველოს 2013 წლის 2
7
სექტემბრის
კანონი №1392
– ვებგვერდი, 09.10.2013წ.
თავი IV. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/7.md
