---
title: "მუხლი 8. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან შეწყვეტა — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/8"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "8"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან შეწყვეტა — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/8

1. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება:
ა) საავტომობილო გზის გაუმართაობისას ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
გ) აუცილებლობის შემთხვევაში, გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საგზაო პოლიციელს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/9.md
