---
title: "მუხლი 10². სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/10-2"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
article: "10^2"
identifier: "2052"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10². სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, მუხლი 10² (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/10-2

1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა/ სკოლისა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა/კოლეჯისა ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელის მოადგილეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს უფლებამოსილი პირი.

2. (ამოღებულია - 01.04.2025, №402).

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილე თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას; ე) გადადგა თანამდებობიდან; ვ) გარდაიცვალა; ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; თ) ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

3¹. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან თავისუფლდება: ა) მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობიდან ათავისუფლებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4380 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №153 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №317 - ვებგვერდი, 21.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №402 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/10-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/10-3.md
