---
title: "მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/14"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
article: "14"
identifier: "2052"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/14

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი V საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/15.md
