---
title: "მუხლი 19¹. მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/19-1"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
article: "19^1"
identifier: "2052"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19¹. მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, მუხლი 19¹ (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/19-1

1. მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით შეიძლება დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156 1 მუხლით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც, ამ კანონის შესაბამისად, აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონის ნორმები, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ეს მუხლი მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5995 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/20.md
