---
title: "მუხლი 5. უფლებაუნარიანობის შეძენა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/5"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
article: "5"
identifier: "2052"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. უფლებაუნარიანობის შეძენა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/5

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან).

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას: ა) კანონით; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით; გ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. დ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპ ეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად. ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძ ლება ერთობლივად დააფუძნოს რამდენიმე სახელმწიფო მმართველობის ორგანომ. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81 საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ.221 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1016 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1974 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6959 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1583 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/6.md
