---
title: "მუხლი 6. წესდების (დებულების) შინაარსი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/6"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
article: "6"
identifier: "2052"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. წესდების (დებულების) შინაარსი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/6

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს ამ პირის: ა) სახელწოდებას მითითებით "საჯარო სამართლის იურიდიული პირი"; ბ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს; გ) მართვის ორგანოების შექმნის წესსა და კომპეტენციას; დ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის (არჩევის) წესსა და კომპეტენციას; ე) სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს; ვ) საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს, შესატანების, საწევროებისა და სხვა მოქმედებების მოთხოვნის უფლებების ჩათვლით; ზ) ლიკვიდაციის წესსა და პირობებს; თ) წესდებაში (დებულებაში) ცვლილებების შეტანის წესს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) მტკიცდება კანონით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/7.md
