---
title: "მუხლი 7. ქონება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/7"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
article: "7"
identifier: "2052"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ქონება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/7

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფოს (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის) მიერ გადაეცემა ქონება ან დაფუძნების აქტით განისაზღვრება მისი ქონების ფორმირების წესი.

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონება გადაეცემა „ სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2¹. საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

3. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონება იქმნება შესატანების ან საწევროების ხარჯზე, დაფუძნების აქტში უნდა განისაზღვროს მათი ოდენობა და შეტანის წესი. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2033-სსმI, №8, 14.04. 2003წ., მუხ.42 საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6381 - ვებგვერდი, 15.06.2012წ. თავი III ორგანიზაცია, საქმიანობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/8.md
