---
title: "მუხლი 18. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია — შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/18"
law: "შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 19222"
adopted: "1999-06-08"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია — შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/18

1. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.

2. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს უნდა წარედგინოს ამ კანონითა და საქართველოს
სხვა
სა
კანონმდებლო
და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

3. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციისათვის ვადები და მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული წესით.

4. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციის სხვა წესები და რეესტრიდან ამონაწერის ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501
5
- ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5574
–
ვებგვერდი,
28.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/19.md
