---
title: "მუხლი 5. შემოქმედებით კავშირში შემოქმედი მუშაკის გაწევრიანება — შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/5"
law: "შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 19222"
adopted: "1999-06-08"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. შემოქმედებით კავშირში შემოქმედი მუშაკის გაწევრიანება — შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/5

1. შემოქმედებით კავშირში შეიძლება გაწევრიანდეს პირი (საქართველოს მოქალაქე , უცხო ქვეყნის მოქალაქე , ან მოქალაქეობის არმქონე პირი ), რომლის ინტელექტუალურ - შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები ან მათი ინტერპრეტაცია და რომლებიც უპასუხებენ ამ კანონითა და კავშირის წესდებით დადგენილ მოთხოვნებს .

2. შემოქმედებითი კავშირის წესდებით დადგენილი მოთხოვნები არ უნდა ზღუდავდეს მისი წევრის საავტორო თუ სხვა უფლებებს , აგრეთვე ხელს უნდა უწყობდეს კავშირის შემადგენლობაში შესაბამისი შემოქმედებითი პროფესიების კვალიფიციურ წარმომადგენელთა გაწევრიანებას და მათ შემოქმედებით ზრდას .

2¹. შემოქმედ მუშაკს უფლება აქვს ერთდროულად გაწევრიანდეს რამდენიმე შემოქმედებით კავშირში.

3. შემოქმედებით კავშირში გაწევრიანების პირობები და წესი , აგრეთვე კავშირიდან ნებაყოფლობითი გასვლისა და გარიცხვის წესი განისაზღვრება კავშირის წესდებით . საქართველოს 2002 წლის 28 თებერვლის კანონი №1308-სსმI, №5, 21.03.2001წ., მუხ.30

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/6.md
