---
title: "მუხლი 6. შემოქმედებითი კავშირის წევრის უფლებები და მოვალეობანი — შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/6"
law: "შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 19222"
adopted: "1999-06-08"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. შემოქმედებითი კავშირის წევრის უფლებები და მოვალეობანი — შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/6

1. შემოქმედებითი კავშირის წევრს უფლება აქვს შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელ პირს ან მუდმივმოქმედ ხელმძღვანელ ორგანოს წერილობით აცნობოს და შემდეგ , ნებისმიერ დროს , გავიდეს კავშირის წევრთა რიგებიდან .

2. შემოქმედებითი კავშირის წევრს უფლება აქვს კავშირის სახელით იმოქმედოს შესაბამისი მინდობილობით და გააკეთოს განცხადება მისთვის წესდებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში .

3. შემოქმედებითი კავშირის წევრს გააჩნია ამ კანონითა და კავშირის წესდებით განსაზღვრული სხვა უფლებები .

4. შემოქმედებითი კავშირის წევრის მოვალეობაა ამ კანონისა და შემოქმედებითი კავშირის წესდებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/7.md
