---
title: "მუხლი 7. შემოქმედი მუშაკის სტატუსი — შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/7"
law: "შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 19222"
adopted: "1999-06-08"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. შემოქმედი მუშაკის სტატუსი — შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/7

შემოქმედი
მუშაკის
სტატუსი
,
რომელიც
:
ა
)
შემოქმედებითი
კავშირის
წევრია
,
განისაზღვრება
ამ
კავშირის
წესდების
შესაბამისად
;
ბ) არ არის შემოქმედებითი კავშირის წევრი, საჭიროების შემთხვევაში დგინდება პროფესიული რეკომენდაციით, რომელსაც გასცემს მხოლოდ შესაბამისი სფეროს შემოქმედებითი კავშირის კოლეგიური ორგანო. რეკომენდაციის გაცემის წესი განისაზღვრება კავშირის წესდებით, ხოლო მისი გაცემის საფუძველია მუშაკის პროფესიულ-შემოქმედებითი საქმიანობის დადებითი შეფასება.
საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1107-სსმI, №30, 30.10.2001 წ., მუხ.121

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19222-shemokmed-mushakta-da-shemokmedebiti-kavshirebis-shesakheb/8.md
