---
title: "მუხლი 6 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19402-amnistiis-shesakheb/6"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 19402"
adopted: "2008-11-21"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6 — ამნისტიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 6 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19402-amnistiis-shesakheb/6

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიმართ იღებს შესაბამისი პროკურორი .

2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ , რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა , იღებს შესაბამისი სასამართლო . სასამართლო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე .

3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ , რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია , ზეპირი მოსმენის გარეშე , ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო ) სასამართლო , რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19402-amnistiis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19402-amnistiis-shesakheb/7.md
