---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/1"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს: ა) კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს; ბ) კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზირების, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წესსა და პირობებს; გ) კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის უფლება-მოვალეობებს; დ) სახელშეკრულებო ურთიერთობებს დამკვეთსა და კერძო დაცვით ორგანიზაციას შორის; ე) კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებს; ვ) იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს; პასუხისმგებლობის ზომებს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ დაცვით საქმიანობაზე, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო ორგანო ან/და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ნივთის ან ცალკეული ღონისძიების დაცვაზე, რომელსაც უშუალოდ ახორციელებს აღნიშნული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/2.md
