---
title: "მუხლი 11. დაცვითი მომსახურების გეგმა — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/11"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. დაცვითი მომსახურების გეგმა — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/11

1. დაცვითი მომსახურების გეგმა არის კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც ობიექტის დაცვის ხელშეკრულების გაფორმებამდე დგება დამკვეთთან შეთანხმებით. დაცვითი მომსახურების გეგმაში შეიძლება აისახოს: ა) საყარაულო საგუშაგოების რაოდენობა და მათი განთავსების ადგილი; ბ) მცველების რაოდენობა; გ) დაცვითი აღჭურვილობა; დ) დაცვის ტექნიკური საშუალებები; ე) მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების ღონისძიებები; ვ) საგუშაგო ინსტრუქციები.

2. დაცვითი საქმიანობის გეგმა სამართალდამცავი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.

3. დაცვითი მომსახურების გეგმის გახმაურებისთვის მცველის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განისაზღვროს დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/12.md
