---
title: "მუხლი 12. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/12"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/12

1. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე.

2. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) ხელშეკრულების არსი; ბ) შრომის ანაზღაურების ოდენობა, მისი გადახდის წესი და პირობები; გ) მუშაობის განრიგი და გრაფიკი; დ) დაცვითი ორგანიზაციის ვალდებულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში დააზღვიოს მცველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა; ე) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ზ) მხარეთა სრული რეკვიზიტები.

3. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებულ კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) დაცვის კონკრეტული ობიექტის დასახელება/სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი სახელი და გვარი), მისამართი და სხვა დამატებითი მონაცემები; ბ) დაცვითი საქმიანობის არსი და პირობები, რომლებიც გამომდინარეობს დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულებიდან; გ) დაცვითი საქმიანობის განრიგი და გრაფიკი; დ) ხარჯების ანაზღაურების წესი; ე) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ზ) მხარეთა სრული რეკვიზიტები.

4. ამ მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულებაში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც არ უნდა გასცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს. თავი IV. დაცვითი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/13.md
