---
title: "მუხლი 13. დაცვითი ორგანიზაციის უფლებები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/13"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. დაცვითი ორგანიზაციის უფლებები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/13

დაცვით ორგანიზაციას უფლება აქვს: ა) ლიცენზიის ფარგლებში განახორციელოს დაცვითი საქმიანობა, გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები დამკვეთთან და მცველთან; ბ) იმოქმედოს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ აღნიშნული ხელშეკრულებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; გ) მოსთხოვოს დამკვეთსა და მცველს შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება; დ) დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და დავალებები მისცეს მცველს; ე) შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და დავალებები მისცეს მცველს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი არ გამომდინარეობს კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულებიდან – მხოლოდ იმ პირობით, თუ აღნიშნული მითითებები და დავალებები წინააღმდეგობაში არ იქნება მცველთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებასთან და არ გამოიწვევს დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას; ვ) შეიძინოს იარაღი და სპეციალური საშუალებები, რომლებიც აუცილებელი იქნება ობიექტის დაცვისათვის; ზ) შესაბამისი ნებადართული სიხშირეების გამოყენებით ისარგებლოს რადიოკავშირის საშუალებებით (რაციით); თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია ობიექტის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის, თუ აღნიშნული ქმედებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/14.md
