---
title: "მუხლი 14. დაცვითი ორგანიზაციის მოვალეობები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/14"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. დაცვითი ორგანიზაციის მოვალეობები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/14

დაცვითი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები; ბ) დაიცვას და სრულად შეასრულოს ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ვალდებულებები); გ) შეუქმნას მცველს შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები, პატივი სცეს მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, არ დაუშვას მისი დამცირება ან ღირსების შელახვა; დ) უზრუნველყოს მცველი სათანადო ინფორმაციით და ყველა საჭირო აღჭურვილობით, რომელიც აუცილებელი იქნება მცველის მიერ დაცვითი საქმიანობის ხარისხიანად და ეფექტიანად განხორციელებისათვის; ე) გააცნოს მცველს ეს კანონი, დაცვითი ორგანიზაციის წესდება, ობიექტის უსაფრთხოების წესები და სხვა საჭირო ინფორმაცია; ვ) უზრუნველყოს მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მცველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა; ზ) დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს: ზ.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინება; ზ.ბ) ინფორმაცია დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ცვლილებების შესახებ; თ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის, დაცვის ობიექტზე თავდასხმის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს; ი) აწარმოოს მცველების კარტოთეკა და პირადი ბარათები; კ) არ დაუშვას მის სახელზე გაცემული ლიცენზიით სხვა პირის მიერ სარგებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/15.md
