---
title: "მუხლი 15. დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/15"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/15

დაცვითი ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 წლისა, შეინახოს: ა) დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომელთა შენახვის ვადა აითვლება მათი მოქმედების ვადის გასვლის დღიდან; ბ) დამკვეთთან და მცველთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა შენახვის ვადა აითვლება აღნიშნული ხელშეკრულებების ვადის გასვლის ან შეწყვეტის დღიდან. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/16.md
