---
title: "მუხლი 16. დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/16"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/16

დაცვით ორგანიზაციას უფლება არა აქვს: ა) დამალოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაცვის ობიექტზე დანაშაულის ჩადენის ან მისი მომზადების შესახებ; ბ) წინასწარი შეცნობით დაიცვას დანაშაულებრივი საქმიანობის მონაწილე ფიზიკური პირი ან დანაშაულთან დაკავშირებული უძრავი ნივთი ან/და ცალკეული ღონისძიება; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/17.md
