---
title: "მუხლი 19. მცველის მოწმობა — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/19"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. მცველის მოწმობა — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/19

1. მცველის მოწმობას არაუმეტეს 1 წლის ვადით გასცემს დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.

1¹. დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია მცველის მოწმობის გაცემამდე მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ კანონის მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად მონაცემები მოიპოვოს აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.

2. მცველის მოწმობის საფასური განისაზღვრება 20 ლარამდე ოდენობით. მცველის მოწმობის საფასურის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3. მცველის მოწმობის საფასური გადაიხდება დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ანგარიშზე. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/20.md
