---
title: "მუხლი 20. მცველის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/20"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. მცველის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/20

მცველი არ შეიძლება იყოს: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებული პირი, ქრონიკული დაავადების ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დაცვითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქრონიკული დაავადება ან ფსიქიკური აშლილობა ხელს არ უშლის აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას); გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3362); დ) პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული აქვს დაცვითი საქმიანობის სფეროში შესაბამისი თანამდებობის დაკავების ან შესაბამისი საქმიანობის უფლება; ე) საჯარო მოხელე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) პირი, რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია მისი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, „ქურდულ სამყაროსთან“) კავშირის შესახებ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3362 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2154 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №848 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/21.md
