---
title: "მუხლი 24. დაცვითი საქმიანობის კონტროლი — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/24"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. დაცვითი საქმიანობის კონტროლი — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/24

1. დაცვითი საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

2. დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო: ა) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან; ბ) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას; გ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.

3. დაუშვებელია დაცვით საქმიანობაში დაუსაბუთებლად ზედმეტად ჩარევა და მისი საქმიანობის შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/11/747 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/25.md
