---
title: "მუხლი 26. გარდამავალი დებულებანი — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/26"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. გარდამავალი დებულებანი — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/26

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2009 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს: ა) სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცება; ბ) მცველის მოწმობის ფორმის დამტკიცება; გ) დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცება.

2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ დაცვით საქმიანობას, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება უნარჩუნდებათ 2009 წლის 1 მარტამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/27.md
